კორონავირუსის პანდემიამ ჰიგიენის სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით ახალი მიდგომების გამომუშავებისაკენ უბიძგა მთელ მსოფლიოს. მსოფლიოში სიდიდით მესამე სასტუმროთა ქსელი Marriott International, რომელიც საერთო ჯამში 1.3 მილიონ სასტუმროს ნომერს ფლობს, აპირებს თავის სასტუმროებში სისუფთავის დაცვის ახალი სტანდარტები შეიმუშაოს. პანდემიურ და პოსტპანდემიურ რეალობაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ კომპანიამ უკვე შექმნა ექსპერტებისა და ინფექციონისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი Marriott Global Cleanliness Council, რომელიც სისუფთავის და უსაფრთხოების სტანდარტებს შეიმუშავებს ქსელის სასტუმროებისთვის. მომდევნო თვეების განმავლობაში Marriott-ის სასტუმროებში საავადმყოფოების კლასის ჰიგიენური დონის მისაღწევად ზედაპირის დეზინფექციის ახალ ტექნოლოგიას დანერგავენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციებითაა შემუშავებული.
„ჩვენ ახალ ერაში ვცხოვრობთ. გვსურს ჩვენმა სტუმრებმა იცოდნენ, რას ვაკეთებთ დღეს და რას ვგეგმავთ ახლო მომავალში სისუფთავის და ჰიგიენის სტანდარტების კუთხით, ამგვარად, როდესაც ისინი ჩვენი ერთ-ერთი სასტუმროს კარში შეაბიჯებენ, ეცოდინებათ, რომ მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია.“ – ამბობს არნე სორენსონი, Marriott International-ის აღმასრულებელი დირექტორი.
საქართველოში Marriott International-ის ბრენდის ქვეშ მოქმედი რამდენიმე სასტუმროა წარმოდგენილი: Courtyard Tbilisi; Tbilisi Marriott Hotel; Moxy Tbilisi;