დოჰაში ორგანიზებულ საერთაშორისო საზღვაო და ლოჯისტიკურ სამიტზე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საზღვაო ციფრულ სერვისებზე და ამ გამოწვევების ფონზე საქართველოს მზარდ შესაძლებლობებზე ისაუბრა.
მისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვაო გადაზიდვების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის პროექტს დაეთმო, რასაც საქართველოს მთავრობა საზღვაო სექტორის მდგრადი განვითარების მიზნით ახორციელებს.
თამარ იოსელიანი კატარში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ ბინ საიფ ალ სულაიტის. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საზღვაო ტრანსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. იოსელიანი დოჰაში ასევე შეხვდა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს, ვლადისლავ კრიკლის.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი კატარის სახელმწიფოში, ნიკოლოზ რევაზიშვილი.