ახალი კორონავისის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონების შექმნა დაიწყო.
სარაკარანტინო ზონაში მყოფი პირებისთვის სპეციალური არეალების მოწყობასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროებთან თანამშრომლობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის პოლიციის რეკომენდაციით ინსპექტირებას ატარებს თითოეულ სასტუმროში და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის სამუშაო რეჟიმში. საკარანტინე ზონებში მყოფი მოქალაქეების განთავსების და კვების ხარჯების ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება.
„სასტუმრო კოლიზეუმ მარინა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციას და კარანტინის მიზნებისთვის მზად არის ითანამშრომლოს აღნიშნული პროექტის ფარგლებში. სასტუმრო კოლიზეუმ მარინა სრულიად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და მზადაა კომფორტული გარემო შესთავაზოს კარანტინში განთავსებულ ადამიანებს.
სასტუმროს მენეჯმენტის სახელით განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც მხნედ მიიღეს ეს გამოწვევა და მზად არიან თავდაუზოგავად მოემსახურონ საკარანტინო მიზნებით ჩვენთან დაბინავებულ მოქალაქეებს.
გვჯერა ერთობლივი ძალისხმებით მალე დავძლევთ ამ გამომწვევას! #stopcov “