მარიამ შარანგიამ ბრიტანეთის Global Talent Visa მიიღო

მარიამ შარანგიამ, რომელიც კომპანია Meta-ში პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს, დიდი ბრიტანეთის Global Talent Visa მიიღო ციფრულ ტექნოლოგიებში განსაკუთრებული ნიჭისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მარიამმა LinkedIn-ზე გაავრცელა.

ფოტო: UCL

Global Talent Visa დიდი ბრიტანეთის ახალი პროგრამაა ქვეყანაში განსაკუთრებული ტალანტის მოსაზიდად. 2020 წლის 20 თებერვლიდან მან პროგრამა Tier 1 Exceptional Talent Visa ჩაანაცვლა.

გაერთიანებული სამეფოს Global Talent Visa-ს საშუალებით, თუ თქვენ ხართ „ლიდერი ან პოტენციური ლიდერი“ აკადემიისა და კვლევის, ხელოვნებისა და კულტურის ან ციფრული ტექნოლოგიების სფეროებში, შეგიძლიათ იმუშაოთ ქვეყანაში ხუთ წლამდე პერიოდის განმავლობაში, სპონსორის ან სამუშაო შეთავაზების გარეშე.

ცნობისთვის, მარიამ შარანგიას მაგისტრის ხარისხი როჩესტერის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში აქვს მიღებული. ის Meta-ში პროექტების მენეჯერის პოზიციაზე 2022 წლის აგვისტოდან მუშაობს.