ძველი ეგვიპტიდან დაწყებული, კლეოპატრას ცნობილი რძის აბაზანებით გაგრძელებული ქალები სილამაზეზე უხსოვარი დროიდან სხვადასხვა საშუალებებით ზრუნავენ. რატომ არის მნიშვნელოვანი სილამაზის ანუ ესთეტიკური მედიცინა? მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ვიზუალურ მხარეს საკუთარ თავთან ჰარმონიამდე მივყავართ, ხშირია შემთხვევები, როცა გარეგნობა გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. 21-ე საუკუნეში ესთეტიკური მედიცინის სფეროში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციური გარღვევებია და შესაბამისად ქართული ბაზარიც ამ მხრივ გაჯერებულია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ნდობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დერმატო-კოსმეტოლოგი მაია მამალაძის ნდობის საზომი მომხმარებელთა ის რაოდენობაა, რომელიც საკუთარი თვალით მის კლინიკაში მისულებმა ვიხილეთ, კვირას დღის 12 საათზე მაია მამალაძის ესთეტიკის ცენტრში პაციენტების რიგი დაგვხვდა.
ახლაც კარგად ახსოვს პირველი პაციენტი და ემოციები, რომელიც, მაშინ ჰქონდა, ეს 18 წლის წინ იყო და მეგობარს ტუჩის კორექცია გაუკეთა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და პროფესიული ღელვაც თანდათან გაქრა, უპირველესად იმიტომ რომ უყურებს როგორ იზრდება კმაყოფილი პაციენტების რაოდენობა.
პროფესიის არჩევისას მაია მამალაძის ინსპირაცია ხელოვნების სიყვარული გახდა, ბავშვობიდან ის ხატვით იყო გატაცებული. ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ თავისუფალი დროის დიდი ნაწილს სწორედ ხატვაში ატარებდა. მალე სამედიცინო სფერომაც დააინტერესა. ამ ორი გატაცების თანხვედრამ კი დერმატოლოგიამდე მიიყვანა და ინსტიტუტიც წარჩინებით დაასრულა.
„პროფესიაში ხანგრძლივი პაუზა მქონდა. შვილები საზღვარგარეთ სწავლობდნენ და ფაქტობრივად „მფრინავი დედა“ ვიყავი. თუმცა, ეს დრო სასარგებლოდაც გამოვიყენე. ევროპაში თითქმის ყველა შესაბამისი კურსი გავიარე. როცა შვილებმა მაგისტრატურაში ჩააბარეს, გადავწყვიტე რომ ჩემი დრო დადგა“.
პროფესიაში პირველ ნაბიჯებს მაია მამალაძე ერთ-ერთ პოლიკლინიკაში დგამს, თუმცა როგორც გვიყვება მალე კლინიკა იხურება და ეს მისთვის ბიძგი ხდება, იმისთვის რომ საკუთარი საქმე დაიწყოს. დღეს იხსენებს, რომ ოჯახის წევრებთან ერთად კლინიკის გახსნა პაციენტებმაც ურჩიეს და ასე ფალიაშვილის 6 ნომერში, 2010 წელს, Aesthetic Center MM-ის პირველ ფილიალს ხსნის, პირველს მეორე მოჰყვება – ბურძგლას ქუჩა #60-ში, შედეგად მაია თითქმის 24 საათის განმავლობაში დღეში 10-ზე მეტი პაციენტის სილამაზეზე ზრუნავს, მისი მთავარი საქმე ახლა ინიექციური კოსმეტოლოგიაა.
„გაჯერებულ ბაზარზე ბიზნესის დაწყება მარტივი არ იყო, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენთან ყოველდღიურად სულ უფრო მეტი პაციენტი მოდის. პროფესიონალიზმთან ერთად, ჩვენი კლინიკის კონკურენტული უპირატესობა პროფესიონალ ექიმთა გუნდი, პრეპარატები და აპარატურაა. ჩვენ მხოლოდ ევროპული და ამერიკული პროდუქციით და აპარატურით ვმუშაობთ“.
სწორედ ამიტომაც მაია მამალაძე შვეიცარიის აკადემიასთან არსებულ ბიოქიმიის ინსტიტუტთან (IBSA) თანამშრომლობს, მის კლინიკაში ძირითადად სწორედ IBSA-ს ქარხნებში წარმოებული პრეპარატებია წარმოდგენილი, რომელიც პირდაპირ საწარმოებიდან შემოაქვთ. როცა Aesthetic Center MM-ს ესტუმრებით, უნდა იცოდეთ რომ აქ ისეთი ბრენდები დაგხვდებათ, როგორიც არის Laboratoires Revitacare (საფრანგეთი), Dermalogica (აშშ), Phformula (ესპანეთი) და CmedAesthetics (იტალია).
ევროპულ პრეპარატებზე არჩევანის გაკეთებამ კლინიკას ხელშესახები შედეგები მოუტანა. მაია მამალაძის ესთეტიკ ცენტრის პაციენტების დიდი ნაწილი უცხოელები არიან. მასთან ხშირად მიდიან უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც, რომლებიც ევროპულ პროდუქციას კარგად იცნობენ.
„ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმთან და ხარისხიან პროდუქციასთან ერთად, პაციენტების სიმრავლის კიდევ ერთი საიდუმლო იმაშია, რომ ჩვენ ვმუშაობთ უმაღლესი ხარისხის პრეპარატებით ყველაზე ხელმისაწვდომ ფასში. ვიცით, რომ ჩვენი პროდუქცია ჯანმრთელობას არ ვნებს და ვიცით, რომ 1 წლის შემდეგ პაციენტი ჩვენთან გართულებებით არ დაბრუნდება. ეს დიდი კომფორტი და ბედნიერებაა, ღამე მშვიდად გძინავს, რადგან სინდისთან მართალი ხარ“.
როცა კითხვა გუნდის დაკომპლექტებას შეეხო, მაია მამალაძემ გვითხრა, რომ მისი არჩევანი ახალგაზრდები არიან და რომ მათთვის კლასიკური გაგებით უფროსი არასოდეს ყოფილა, იყო უფრო მასწავლებელი, დედაც კი, ამბობს რომ პროფესიულად ყველანი ერთად გაიზარდნენ. Aesthetic Center MM-ში ამ დროისთვის 21 თანამშრომელია და აქ ყველა დერმატოლოგი ლიცენზირებულია, ყველა ექიმი მოტივირებული და კლინიკა მათ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებასაც აძლევს, იმისთვის რომ სიახლეები საქართველოში დანერგონ. ამავე მიზანს ემსახურება მაია მამალაძის ტრენინგცენტრი, სადაც წელიწადში 4-5-ჯერ ევროპიდან უმაღლესი დონის პროფესიონალები ჩამოჰყავთ.
„საქართველოში, ესთეტიკურ მედიცინაში ძირითადი პრობლემა გართულებული შემთხვევის მართვაა, შესაბამისად უცხოელი სპიკერების ტრენინგებზე ანშლაგია“.
მაია მამალაძის ესთეტიკ ცენტრი პაციენტებს ფაქტობრივად ყველა იმ პროცედურას სთავაზობს, რომელიც დაკავშირებულია სილამაზესთან და ჯანმრთელობასთან. კლინიკაში შესაძლებელია პლასტიკური ქირურგიის გარდა, პრაქტიკულად ყველა მომსახურების მიღება, ინიექციური კოსმეტოლოგია კი ესთეტიკ ცენტრის წამყვანი მიმართულებაა. უფრო კონკრეტულად კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ისეთ ინიექციურ პროცედურებს, როგორიც არის, კონტურული პლასტიკა, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, ბოტოქსი, პლაზმოლიფტინგი. ესთეტიკ ცენტრში ბუნებრივია აპარატული პროცედურებიც ტარდება, არჩევანი ამ შემთხვევაშიც დიდია. კლინიკაში შესაძლებელია კანის დიაგნოსტირებაც, აქ დაგეხმარებიან ყველა ისეთი გამოწვევის დროს, რაც დერმატოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება.
ბიზნესის მენეჯმენტში დირექტორ დედას ორივე შვილი ეხმარება. მაია გვეუბნება, რომ სწორედ მათი დამსახურებაა, ის რომ ესთეტიკ ცენტრში ევროპული პრეპარატები აქვთ. აქვე საქმიანობს მაია მამალაძის რძალი, თამარ დარჯანია, რომელზეც თავად ამბობს, რომ დიდი პოტენციალის მქონე დერმატოლოგია. მაიამ სწორედ შვილებთან ერთად ააწყო ბიზნეს მოდელი, რომელიც სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება. ესთეტიკური კლინიკები, პრეპარატების დისტრიბუცია და ტრენინგცენტრი – კომპანიის მენეჯმენტი სამივეს თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს და სამივე მიმართულების განვითარებისთვის თანაბრად ზრუნავს. ვიდრე ტრენინგცენტრზე მოგიყვებით, გეტყვით, საქართველოში არსებული ესთეტიკური მედიცინის ცენტრების უმრავლესობას საჭირო პრეპარატებით, სწორედ მაია მამალაძის კომპანია ამარაგებს.
„ჩვენს ქვეყანაში ესთეტიკურ მედიცინასთან დაკავშირებით, ჯერ ისევ ცნობიერების პრობლემაა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ყველა ექიმი ვალდებულია პაციენტი გაზარდოს, აუხსნას პროცედურა მოლეკულურ დონეზეც კი. ხშირად ვხვდებით ცრუ წარმოდგენებს ესთეტიკურ მედიცინაზე,ზოგჯერ ფიქრობენ რომ ჩვენ აქ ჯადოსნური ჯოხები გვაქვს. ჩემი პრინციპი ასეთია, თუ ვხედავ რომ უკეთესობისკენ ვერაფერს შევცლი, მაშინ საქმეს ხელს საერთოდ არ ვკიდებ. ვინც დერმატოლოგობას ან კოსმეტოლოგობას აპირებს მზად უნდა იყვნენ თავდაუზოგავი შრომისთვის, არ უნდა დაიღალონ პაციენტების კითხვებზე პასუხების გაცემით. თუმცა, უმთავრესი ანატომიის ცოდნა, მხოლოდ თეორიულ დონეზე მიღებული განათლება საკმარისი არ არის, მომავალი დერმატოლოგები უნდა ეცადონ, რომ სიახლეებს პრაქტიკაში გაეცნონ. ერთი შეხედვით ამ საქმის დაწყება მარტივია, მაგრამ იმისთვის რომ ბაზარზე თავი დაიმკვიდროთ აუცილებელია პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომლებიც პროფესიულ განვითარებაზე მუდმივ რეჟიმში იზრუნებენ; აუცილებელია ექიმმა ზუსტად შეარჩიოს ის პრეპარატები რომელსაც პაციენტებს შესთავაზებს, საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ნდობამდე მიდის, ამ ბიზნესის განვითარებას სწორედ პაციენტთა ნდობა განაპირობებს“.
კლინიკის კიდევ უფრო განვითარების პარალელურად, მაია მამალაძის უახლოეს გეგმებში ახლა ესთეტიკური სასწავლო ცენტრის გახსნა და რეგიონებში ფილიალების დამატებაა.
„ჩემი საქმით ძალიან კმაყოფილი ვარ, ყოველთვის სწორედ ამ სფეროში ვხედავდი ჩემს თავს. ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს და ამ საქმეს მთელი პასუხისმგებლობით ვუდგები“.