მაგთიკომი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 3,000,000 ლარს გაიღებს

სატელეკომუნიკაციო კომპანია მაგთიკომი ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის გამოსწორებაში თავის წვლილს შეიტანს და სამთავრობო ფონდში 3,000,000 ლარს გადარიცხავს. აღნიშნული განცხადება კომპანიამ ფეისბუქზე გაავრცელა.

https://www.facebook.com/Magti/posts/3125863214091061