#გაუზიარეემოცია | ლუტეციას სარვამარტო კამპანია

ბოლო პერიოდში ხშირად წაიკითხავთ ამბებს გამორჩეულ ქალებზე, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ. ისინი მრავალფეროვანი საქმიანობითა და ცხოვრების უჩვეულო სტილით გამოირჩევიან, ხშირად ანგრევენ გენდერთან ასოცირებულ მითებს და გვაჩვენებენ, რომ თუ შეძლეს მათ, შევძლებთ ჩვენც.

ნათია მამაიშვილმა სწორედ ასეთი მითი დაანგრია და დაამტკიცა რომ ქალს შეუძლია ერთდროულად იყოს თავისი საქმის პროფესიონალი და კარგი დედა. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ მიხვდა, რომ ბედნიერება სწორედ ბავშვობის ოცნებების ახდენა და იმ მიზნების რეალურად განხორციელებაა, რომელიც ხშირად წარმოუდგენელიც გვგონია. ერთ დღესაც, კარიბის კუნძულებზე მყოფმა, ძლიერი ქარის დროს გადაწყვიტა საკუთარი თავი გამოეწვია და პარაშუტით გადმოხტა. მალევე პროფესიით დიპლომატმა ბედი დიდ ავიაციაშიც სცადა და ღირსეული ადგილიც დაიმკვიდრა. მან ეს შეძლო და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „სუსტი სქესი“ არ არსებობს, ამას კი ის ფაქტიც მოწმობს, რომ უკვე ათი წელია აშშ-ის უმაღლესი დონის პილოტების ჩამონათვალშია.

„არასდროს შეწყვიტოთ განვითარება და გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების“ – ნათია მამაიშვილი.

ლუტეცია ქალთა დღეს მოგიყვებათ ისტორიებს ქალებზე, რომლებიც უჩვეულო ცხოვრების სტილითა და პროფესიისადმი თავდადებით გამოირჩევიან. თქვენ გაიცნობთ 8 სრულიად განსხვავებულ, გამორჩეულ ქალს, რომლებმაც წარმატებით შეძლეს ურთულესი გამოწვევების მიღება და ყოველდღიურად გვაჯერებენ, რომ სუსტი სქესი არ არსებობს. ლუტეციას სურს ასე მიულოცოს ქალებს თავიანთი დღე, ერთი მხრივ, დააფასოს ისინი, ვისაც უკვე გამოუვიდა და, მეორე მხრივ, გახდნენ მოტივატორები სხვა ქალებისთვის.

კამპანიის ფარგლებში, 6 და 7 მარტს, ლუტეციას სამ მაღაზიაში (პეკინი, სითი მოლი საბურთალო და ისთ ფოინთი), მომხმარებლებს ტრადიციულ ფასდაკლებებთან და სიურპრიზებთან ერთად დახვდებათ სპეციალური სტენდი, სადაც გაეცნობიან ზემოთ აღნიშნული 8 ქალის ისტორიას, შესაძლებლობა ექნებათ მიულოცონ მათ 8 მარტი და გაუზიარონ ემოცია მისალოცი ბარათების სახით, რომლებსაც ლუტეცია ივ როშეს სასაჩუქრე კალათასთან ერთად გაუგზავნის აღნიშნულ ქალებს.

https://www.facebook.com/forbeswomangeorgia/videos/2638798186445638/