ენის შემსწავლელი აპლიკაციის „Duolingo“ დამფუძნებელი ლუის ფონ ანი ახალბედა ანტრეპრენიორებს რამდენიმე საყურადღებო რჩევას აძლევს:
ფინანსური წარმატება რეალური წარმატების მაჩვენებელი არაა
სინამდვილეში, წარმატებას აღწევთ მაშინ, როდესაც ქმნით კომპანიას, რომელიც არის სიცოცხლისუნარიანი და რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მომხმარებლებზე. ამ შემთხვევაში ფინანსები არის არა მიზანი, არამედ საშუალება, რომელიც გეხმარება რეალური წარმატების მიღწევაში.
დადე გარიგება, რომლითაც ყველა მხარე თანაბრად ისარგებლებს
იყავი ყველას მიმართ სამართლიანი და იფიქრე არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების მოგებაზეც. ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული გარიგების შემთხვევაში, იზრდება იმის ალბათობა, რომ მეორე მხარე მომავალშიც ითანამშრომლებს შენს კომპანიასთან. ცალმხრივ მოგებაზე დაფუძნებული კავშირები კი გრძელვადიან პერსპექტივაში არ მუშაობს და კომპანიის საერთო იმიჯზეც უარყოფითად მოქმედებს.
ლუის ფონ ანმა ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწეობა 21 წლის ასაკში დაიწყო. დღეს ის 41 წლისაა და მის მიერ შექმნილი ენის შემსწავლელი აპლიკაციის ღირებულება, 2019 წლის დეკემბრის მონაცემებით, 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.