ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი 45-დღიანი მმართველობის შემდგომ თანამდებობიდან გადადგა. აღსანიშნავია, რომ შედეგად, ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე დროით პრემიერად იქცა.

ფოტო: Getty Images

ლიზ ტრასმა გადადგომის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს უკვე აცნობა. ტრასის განაცხადებით, მან ვერ შეძლო შეესრულებინა ის მანდატი, რომლითაც იგი კონსერვატიული პარტიის ლიდერად აირჩიეს. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე შემცვლელის დანიშვნამდე დარჩება.

ტრასს გადადგომისკენ კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლების ნაწილი მოუწოდებდა, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კი პრემიერი 1992 წლის კომიტეტის თავმჯდომარე გრეჰემ ბრეიდსაც შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერი იძულებული გახდა გადასახადების შემცირების გეგმაზე უარი ეთქვა და რამდენიმე დღის წინ მისი ეკონომიკური გეგმის ჩავარდნისთვის ბოდიშიც მოიხადა.

ლიზ ტრასმა ყოფილი პრემიერი, ბორის ჯონსონი თანამდებობაზე 6 სექტემბერს, არჩევნებში რიში სუნაკის დამარცხების შემდგომ ჩაანაცვლა.

აქვე გეტყვით, რომ ბრიტანეთის ისტორიაში მეორე ყველაზე ხანმოკლე დროით პრემიერი ჯორჯ კენინგი იყო, რომელიც თანამდებობას 119 დღის განმავლობაში, 1827 წელს გარდაცვალებამდე იკავებდა.