ლიეტუვას დედაქალაქი, ვილნიუსი აპირებს რომ მთლიანი ქალაქი ღია კაფედ გადაიქცეს. ბარებისა და რესტორნების მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი მაგიდები გარეთ განალაგონ, სრულფასოვნად განახორციელონ მათი მომსახურეობა და ამავდროულად დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები.
„მოედნებისა და ქუჩების ახლომდებარე კაფეებს საშუალება ექნებათ ამ სეზონზე უფასოდ განათავსონ ღია მაგიდები და ასე განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საკარანტინო პერიოდის განმავლობაში“ – განაცხადა რემიგიუს შიმასიუსმა. მერის თქმით, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ქალაქის მთავარ პრიორიტეტად დარჩება, მაგრამ ამ შესაძლებლობამ ხელი უნდა შეუწყოს კაფეებს რომ გაიხსნან, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და ვილნიუსი დარჩეს კვლავ სიცოცხლით სავსე.
განცხადება პარასკევს გაკეთდა, ხოლო ორშაბათს დილისთვის 162 ბიზნესმა უკვე გამოთქვა სურვილი, რომ შეთავაზებით ესარგებლა.
ლიეტუვას დაწყებული აქვს კარანტინის ზომების შემსუბუქება. ამ დროისთვის ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაავადების 1,344 შემთხვევა , ხოლო დაღუპულია 44 ადამიანი.