მწერალთა სახლმა ლიტერატურული პრემია ,,ლიტერას“ გამარჯვებულები 26 სექტემბერს გამოავლინა. 126 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა. ტრადიციულად, ჟიურიმ წინა წელს ქართულად გამოცემული ლიტერატურული ნაწარმოებები განიხილა. რიგით მეხუთე საიუბილეო დაჯილდოებაზე გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ:
წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი – თინათინ ჩხიკვიშვილი ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის ,,მე – ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა ,,არტანუჯი“
წლის საუკეთესო დებიუტი – ნინი ელიაშვილი – ,,წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა ,,ინტელექტი“
საუკეთესო დოკუმენტური პროზის ტიტული ერგო გიორგი მაისურაძეს წიგნისთვის ,,სხვა ენა,“ გამომცემლობა ,,ინდიგო“
წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ,,XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“ – შოთა იათაშვილი, გამომცემლობა ,,ინტელექტი“
წლის საუკეთესო პროზაული კრებული – ეკა ქევანიშვილი – ,,არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა ,,წიგნები ბათუმში“
წლის საუკეთესო რომანი კი გახდა ირაკლი სამსონაძის ,,ქელეხი – ქორწილი“, გამომცემლობა ,,ინტელექტი“.
პრემია ,,ლიტერა“ 2015 წელს დაარსდა და მას შემდეგ გაიცემა. 2016 – 2019 წლებში გამარჯვებულები იყვნენ ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, მაქსიმე მაჩაიძე და სხვები.