Lionsgate-მა  სვანეთსა და გუდაურში გადაღებული საშინელებათა ფილმის ტრეილერი გაასაჯაროვა

Lionsgate-მა სტანისლავ კაპრალოვის ახალი ფილმის პოსტერი და ტრეილერი გაასაჯაროვა. ფილმი, სახელწოდებით Let It Snow, უკრაინელი რეჟისორის საშინელებათა ჟანრის ნამუშევარია, რომელიც საქართველოში, გუდაურსა და სვანეთშია გადაღებული.

https://youtu.be/YHm7j5kRges

ფილმის მთავარი გმირი სნოუბორდისტი გოგონა მიაა, რომელიც მთაში საქმროსთან ერთად ისვენებს, მაგრამ ერთ დღეს, თავისუფალი დაშვებისას საქმროს კარგავს. ამის შემდეგ მია იწყებს გადარჩენისთვის ბრძოლას და უპირისპირდება როგორც ბუნებას, ისე მთაში მცხოვრებ ნიღბიან უცნობს, რომელიც მოსაკლავად მისდევს გოგონას.

ფილმის ქასთის წევრია ქართველი მსახიობი თინა დალაქიშვილიც, რომელიც ეპიზოდურ როლს ასრულებს. Let it Snow-ს პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის 22 სექტემბერს იგეგმება.

Poster Credits to Lionsgate