ცოტა ხნის წინ SOLO-მ მომხმარებლებს მათ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა – მობილბანკს ახალი ინოვაციური ფუნქციონალი, „Lifestyle Chooser“-ი დაამატა. ფუნქციონალი SOLO მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მეტად პერსონიფიცირებული, მათთვის ყველაზე რელევანტური, ყველა Lifestyle (არასაბანკო) შეთავაზება ერთ სივრცეში ნახონ.
„Lifestyle Chooser“-ით სარგებლობისთვის მომხმარებელმა მარტივი კითხვარი უნდა შეავსოს, რომელშიც საკუთარი ინტერესების შესახებ ინფორმაციას მიუთითებს. ეს კითხვარი 8 კატეგორიისა და 50 ქვეკატეგორიისაგან შედგება. კითხვარის შევსების შემდეგ მომხმარებელი მობილბანკში მის ინტერესებზე მორგებულ, ყველაზე რელევანტურ შეთავაზებებს მიიღებს. SOLO მომხმარებლებს ყოველთვიურად 300-მდე სხვადასხვა მიმართულების შეთავაზებით სარგებლობის, ასევე SOLO-ს პარტნიორი კომპანიებისგან ბენეფიტების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
აღსანიშნავია, რომ SOLO-ს მობილბანკში ახალი ფუნქციონალის დამატებასთან დაკავშირებით, კითხვარში არსებული 8 მთავარი კატეგორიის (გასტრონომია, სახლი და ოჯახი, განათლება, მოგზაურობა და დასვენება, ავტომობილები, სპორტი და ჯანმრთელობა, შოპინგი და მოდა, კულტურა და გართობა) შესაბამისი გემოსა და არომატის შოკოლადები შეიქმნა, რაზეც DGF ICC GEORGIA-მ იზრუნა.
„ძალიან გვიხარია რომ SOLO-ს მორიგ წარმატებულ და კრეატიულ პროექტში DGF ICC GEORGIA-ც არის ჩართული და ის ამ პროექტის ერთ-ერთი ნაწილია. სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის მზადება საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ და მოლაპარაკების რამდენიმე ეტაპი გავიარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი შოკოლადის გემოების შექმნა იყო. ჩვენ უნდა მოგვეფიქრებინა და შეგვეთავაზებინა თითოეული SOLO ინტერესისთვის შესაბამისი, გამორჩეული და ინდივიდუალური გემო. გემრიელი და ინტერესის შესაბამისი გემოს გარდა, შოკოლადის ფილა უნდა ყოფილიყო ესთეტიური და განსხვავებული ვიზუალის.
ზოგადად შოკოლადი, მისი ტემპერირება და კრისტალიზაცია, მთელი ხელოვნებაა, რომელსაც წლების გამოცდილება და დიდი სიყვარული სჭირდება, იმისთვის რომ მიღებული პროდუქტი იდეალური გამოვიდეს. მოგეხსენებათ, ჩვენი შოკოლადები არის ხელნაკეთი, რაც მას კიდევ უფრო განსხვავებულს ხდის. ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ფრანგულ შოკოლადს, რომლის იმპორტსაც საქართველოში თავად ჩვენი კომპანია ახორციელებს. საბოლო ჯამში სწორედ შოკოლადის ხარისხი განსაზღვრავს მის გემოს. ჩვენმა შეფ-კონდიტრებმა იმუშავეს შავ, თეთრ და რძიან შოკოლადებზე. პროდუქტების დასამზადებლად გამოყენებულია ასევე თხილეული, ჩირეული, გრანოლა, ფსტის პასტა, სუბლიმირებული ხილი, ყავის მარცვლები და წიწაკა.“ – განუცხადა DGF ICC GEORGIA-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ნათია ცხომელიძემ Forbes Woman Georgia-ს.
პროდუქტის შემადგენლობაზე, გემოების თავისებურებასა და კატეგორიებთან მათ შესაბამისობაზე ინფორმაცია სწორედ ნათიამ გაგვიზიარა:
გასტრონომია – ამ კატეგორიის შესაბამისი პროდუქტის შესაქმნელად შავი შოკოლადი და წითელი წიწაკაა გამოყენებული, „ვინაიდან გასტრონომია, როგორც ტკბილ, ასევე მწარე გემოებს აერთიანებს“.
სახლი და ოჯახი – მოცემული კატეგორიისთვის შექმნილ პროდუქტში გამოყენებულია რძიანი შოკოლადი შტოშითა და რძიანი ვაფლის ბურთებით. „ეს არის დაბალანსებული, ასევე ბავშვების საყვარელი თბილი გემო, რომელიც ჩვენ სიმყუდროვესთან გავაიგივეთ“, – აღნიშნავს DGF ICC GEORGIA-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი.
განათლება – ამ კატეგორიის შესაბამისი პროდუქტი თეთრი შოკოლადით, გარგარით, თხილითა და თეთრი ვაფლის ბურთებით არის დამზადებული. ნათიას თქმით, მიღებული გემო საკმაოდ ცოცხალი და მრავალფეროვანია, რაც ახლის აღმოჩენასთან და შემეცნებასთან დააკავშირეს.
მოგზაურობა და დასვენება – აღნიშნული კატეგორიისთვის პროდუქტი თეთრი შოკოლადით, ფსტით და ჟოლოთი დამზადდა – „ცოტათი პიკანტური და მხიარული გემო მოგზაურობის მოყვარულთათვის“.
ავტომობილები – მოცემული კატეგორიისთვის შექმნილი პროდუქტი შავი შოკოლადის, ასევე ლიმონისა და ფორთოხლის ცუკატისგან შედგება. „ეს არის დაბალანსებული, კლასიკური შავი შოკოლადის გემო რომელშიც სიხალისე შემოაქვს ცუკატებს“.
სპორტი და ჯანმრთელობა – ამ კატეგორიისთვის შექმნილ პროდუქტში გამოიყენეს რძიანი შოკოლადი გრანოლათი და ბრინჯით. „გრანოლა პირდაპირ კავშირშია ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ჩვენც ამ გემოზე ბევრი არ გვიყოყმანია, ეს სწორედ ის არის, რაც ამ ინტერესების მქონე ადამიანებს მოეწონებათ“, – აცხადებს ნათია ცხომელიძე.
შოპინგი და მოდა – აღნიშნული კატეგორიის შესაბამისი პროდუქტის შესაქმნელად თეთრი შოკოლადი, მარწყვი და ვაფლის ბურთები გამოიყენეს. „მარწყვი თავისი ვიზუალით, გემოთი და სეზონურობით უკავშირდება ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავენ და ამ ყველაფრით სიამოვნებას იღებენ“.
კულტურა და გართობა – მითითებული კატეგორიის პროდუქტი თეთრი შოკოლადით, ყავით და თხილით არის შექმნილი. „ამ გემოს შექმნაზეც ერთხმად შევთანხმდით, იქიდან გამომდინარე, რომ ყავა თავისი შინაარსით კულტურული და გასართობი ღონისძიებების განუყოფელი ნაწილია“, – აღნიშნავს ნათია.
ცნობისთვის, ზემოთ ხსენებული გემოები უკვე ხელმისაწვდომია SOLO-ს ლაუნჯებში. თუკი უკვე ხართ SOLO-ს მომხმარებელი, ისღა დაგრჩენიათ მობილბანკში Lifestyle Chooser-ის კითხვარი შეავსოთ.
ფუნქციონალი Android-ისა და iOS მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მობილურ აპლიკაციაში: https://mbank.bog.ge/8dSN