საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკარანტინე ზონად გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 10 აპრილს პრემიერს პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაავრცელა.
„დღეს ლენტეხის რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი, რაც გვაძლევს იმის გათვლის საშუალებას, რომ ჩვენ უფრო ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ ამ რაიონში. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც დღესდღეობით არის ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და შესაბამისად, არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის თქმით, ლენტეხში დაწესდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც ბოლნისისა და მარნეულში მოქმედებს.
მასალა ახლდება . . .