მეცნიერთა ჯგუფი მარსზე მიწისქვეშა ტბების არსებობას განიხილავს

მეცნიერთა ჯგუფმა მარსზე მიწისქვეშა წყლების რეზერვუარები აღმოაჩინა. დადგინდა, რომ   სამხრეთ პოლარული ყინულის ქვეშ არსებობს არა ერთი ტბა, არამედ ტბათა ქსელი. 2018 წელს პირველი მიწისქვეშა ტბა სარადარო სისტემის გამოყენებით აღმოაჩინეს. კვლევები დღესაც იმავე ტექნიკით მიმდინარეობს, მაგრამ დამატებით იყენებენ ხმოვანი სიგნალების აღმომჩენ ინსტრუმენტებს, მსგავსად ანტარქტიდისა. კვლევის ხელმძღვანელის, ელინა პეტინელის განცხადებით, როდესაც სიგნალები უფრო ძლიერია, თამამად შეუძლიათ დაადასტურონ მსგავსი ტბების არსებობა.

Photo Credits to CC0 Public Domain

მარსის ძალიან ცივი კლიმატის მიუხედავად წყლები გაყინული არ არის. აღნიშნულ ფაქტს მეცნიერები მიწისქვეშა წყლების ქიმიურ შემადგენლობას უკავშირებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლები იქნება ძალიან მარილიანი, რაც, სავარაუდოდ, ხელს უშლის მის გაყინვას. მეორე მხრივ, მარსის ზედაპირის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ პლანეტა მდიდარია კალციუმითა და მაგნიუმით, რაც ასევე რთულად იყინება.

აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ შესაძლებელია ტბებში მიკრობული სიცოცხლე კვლავ აყვავდეს. აღნიშნული მკვლევრებს იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ აუცილებელია განაგრძონ  დაწყებული საქმე ამ მიმართულებით.