ბაიდენის საპრეზიდენტო საინაუგურაციო კომიტეტმა ხუთშაბათს დილით განაცხადა, რომ ისეთი პოპ ვარსკვლავები, როგორებიც არიან Lady Gaga და Jennifer Lopez, ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაციაზე მუსიკალური ნომრით წარსდგებიან.
59-ე საინაუგურაციო ფიცის დადების ცერემონიის მონაწილეთა გამოცხადება ბაიდენის ინაუგურაციის შედარებით უფრო ტრადიციული ასპექტია. ის, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ახალ პრობლემებზე. (გასულ კვირას აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის მცდელობა, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა)
კომიტეტმა განაცხადა, რომ Lady Gaga, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიაში და, ასევე, მუშაობდა მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტთან ერთად კამპანიაზე It’s on Us სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ბაიდენის მიერ ფიცის დადების შემდგომ ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს.
Jennifer Lopez, რომელიც ასევე ბაიდენის აქტიური მხარდამჭერი იყო და მონაწილეობა მიიღო მის ვირტუალურ ჩატში კამპანიის დროს, წარსდგება მუსიკალური ნომრით ღონისძიებაზე.
ბაიდენის ცერემონია დაიწყება მამა ლეო ჯ. ო’დონოვანის, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის რიგით 44-ე პრეზიდენტისა და ჯო ბაიდენის დიდი ხნის მეგობრის მიმართვით და ასევე წაიკითხავს ამანდა გომანის ლექსებს, რომელიც 2017 წელს გახდა პირველი ეროვნული ახალგაზრდული პოეტის ლაურეატი აშშ-ში.
საინაუგურაციო კომიტეტის გენერალური დირექტორის, ტონი ალენის, განცხადებით, ამ ცერემონიალის მონაწილეები წარმოადგენენ ამერიკული ერის მრავალფეროვნების ერთ გრანდიოზულ ნათელ სურათს და ისინი ხელს შეუწყობენ საპრეზიდენტო ინაუგურაციის ტრადიციების პატივისცემასა და აღნიშვნას.
გარდა ამისა, ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან Jon Bon Jovi, Demi Lovato და Justin Timberlake.