კურტ კობეინის აკუსტიკურ-ელექტრონული გიტარა Martin D-18E რეკორდულ ფასად, 6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
გიტარა კალიფორნიაში აუქციონზე გაიყიდა, მყიდველი კი ავსტრალიელი ბიზნესმენი, მიკროფონების კომპანიის „Rode Microphones“ დამფუძნებელი პიტერ ფრიდმენია.
ამ გიტარაზე უკრავდა კობეინი 1993 წელს „MTV Unplugged“-ის გამოსვლაზე, რომელიც შეფასებულია ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცოცხალ შესრულებად. აღსანიშნავია, რომ ეს მომღერლის ბოლო სატელევიზიო შესრულება იყო, რადგან სულ რაღაც 5 თვეში გარდაიცვალა.
აქამდე ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული გიტარა, Fender Stratocaster, დევიდ გილმორს, Pink Floyd-ის გიტარისტს ეკუთვნოდა. გიტარა 2019 თითქმის 4 მილიონ დოლარად გაიყიდა ქველმოქმედების მიზნით.