ამერიკელი სატელევიზიო სახე, პროდიუსერი, ბიზნესმენი და მწერალი. კრის ჯენერი ფორბსის ბიზნესმენი ქალების სიაში 92-ე ადგილს იკავებს. ბევრის აზრით, კარდაშიან-ჯენერების პოპულარობა „არაფრის კეთებით“ არის მიღწეული, მაგრამ ფაქტია, რომ კრის ჯენერმა და მისმა ქალიშვილებმა ისარგებლეს სწრაფად განვითარებადი სოციალური მედიით, პერსონალური ბრენდინგის შესაძლებლობებით და შექმნეს რამდენიმე მილიონ დოლარიანი მაკიაჟისა და ტანსაცმლის კომპანიები. თავად კრისის ქონება სრულად 190 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. დღეს, სხვა მრავალ საქმიანობასთან ერთად, კრის ჯენერი ხელმძღვანელობს საკუთარ კომპანიას „Jenner Communications“, რომელიც დაფუძნებულია ლოს ანჯელესში. ითვლება, რომ კრისი საოჯახო ბიზნესის „ხერხემალია“. საინტერესოა როგორ მოვიდა კრისი დღევანდელ დღემდე.
ჯენერი დაიბადა სან დიეგოში, კალიფორნიაში. იგი მერი ჯო შანონისა და რობერტ ჰოსტონის პირველი შვილია. 1973 წელს დაამთავრა კლერმონტის საშუალო სკოლა. კრისის ცხოვრება საინტერესოა იმითაც, რომ 1976 წელს მუშაობდა American Airlines-ში ბორტგამცილებლად. მისი ეს ისტორია მაშინ დასრულდა, როცა თავის პირველ ქმარს, ადვოკატ რობერტ კარდაშიანს შეხვდა. რობერტთან მას ოთხი შვილი – კორტნი, კიმი, ქლოი და რობი ჰყავს. შემდეგ იყო განქორწინება და ხელახალი ქორწინება. მეორე ქორწინებიდან ოლიმპიურ ჩემპიონ ბრიუს ჯენერთან (ამჟამად კეიტლინი) კრისს ორი შვილი ჰყავს, კენდალი და კაილი.
ბრიუს ჯენერთან ქორწინების შემდეგ, წყვილს არ ჰქონდა ისეთი მაღალი შემოსავალი, როგორსაც ისინი „მიჩვეულები“ იყვნენ. ამის გამო კრისმა საკუთარ თავზე აიღო მეუღლის მენეჯერობა და შექმნეს სავარჯიშო ვიდეო სერია, სახელწოდებით „Super Fit With Bruce and Kris Jenner“, რომელიც infomercials- ზე გაყიდეს. ჯენერმა 2004 წელს გახსნა ბავშვთა ბუტიკი თავის უფროს ქალიშვილთან, კორტნისთან ერთად. „Smooch“ 2009 წელს დაიხურა, მაგრამ 5 წლის განმავლობაში ძალიან პოპულარული იყო.
ამ ყველასთვის ცნობილ ოჯახს ყველა დიდი ინტერესით აკვირდება, რადგან არ წყდება სკანდალები მათ გარშემო. კრისმა ოჯახის წევრების სიმრავლეში პოტენციალი დაინახა და შექმნა სატელევიზიო-რეალითი შოუ „Keeping Up With Kardashians“, რომლის თითო სერიიდანაც კრის ჯენერს 100,000 ამერიკული დოლარი ეკუთვნის. ეს სერიალი 2007 წლიდან დღემდე არ კარგავს ხალხში აქტუალურობას, რაც თავისთავად ზრდის კრისის შემოსავალს. 15 წლის შემდეგ შოუ დასასრულს მიუახლოვდა. 2010 წელს იყო skechers-ის პარტნიორი, 2011 წელს იყო Silly Bandz-ის სამაჯურები, იყო უამრავი სარეკლამო რგოლი, ჟურნალის ყდები, სხვადასხვა კონცერტის მასპინძლობა და ა.შ., რაც საერთო ჯამში წელიწადში 200 მილიონ დოლარს შეადგენს.
კრისის ბიოგრაფია ასევე მოიცავს ავტობიოგრაფიულ წიგნებსა და სატელევიზიო გადაცემაs. მან 2011 წლის ნოემბერში გამოსცა წიგნი – „Kris Jenner… and All Things Kardashian.“ მოგვიანებით კრისმა დაწერა წიგნი სახელწოდებით „In the Kitchen with Kris: A Kollection of Kardashian-Jenner Family Favorites“, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში გამოიცა. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი რამ, რაც კრის ჯენერს არ გამოუვიდა იყო ექვსკვირიანი საცდელი გადაცემა, სახელად „KRIS“, რომელიც Fox-ის ეთერში გადიოდა. გადაცემა ორიენტირებული იყო პოპ-კულტურაზე. ის ეთერში 2013 წლის 15 ივლისს გავიდა, მაგრამ საცდელი ვადის შემდეგ დახურეს, რადგან ვერ მოიზიდა საკმარისი რაოდენობის აუდიტორია.
კრისის ოჯახში არავინ იცოდა რას აკეთებდნენ – ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც კრისმა აიღო პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებების მიღებაზე. კორტნის, ქლოის და კიმს შეიძლება არ ჰქონოდათ სამი საცალო მაღაზია, სახელწოდებით „Dash“- ლოს ანჯელესში, ნიუ იორკსა და მაიამიში; თმისა და მაკიაჟის ხაზი – Kardashian Beauty, კარდაშიან გლოუ. არ იქნებოდა Kardashian Kids – ბავშვთა ტანსაცმლის ხაზი – „Babies R Us“ და „Nordstrom“. მის შვილებს არ ექნებოდათ ცნობილ სამოდელო სახლებთან გარიგებები. თითოეული ამ ზემოთ ჩამოთვლილი ბიზნესიდან კრის ჯენერი 10%-იან წილს იღებს. დღეს კრისი და მისი შვილები მილიონერები არიან. კიმ კარდაშიანმა 28 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ქლოის ქონება კი 25 მილიონ დოლარს შეადგენს, კორტნის 20, კენდალს 6, კაილის 5 და რობის 2.75 მილიონ დოლარს. შეიძლება ითქვას, რომ კრისი აკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის – შვილების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.