ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული სამხედრო დაპირისპირება შეჩერებულია

კორეის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მიმართული „სამხედრო მოქმედების“ გეგმა დროებით შეაჩერა. გასული კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის მხრიდან დიდი აგრესია გამოიწვია აქტივისტების ქმედებამ, როცა მათ საზღვარზე ანტი-ჩრდილო-კორეული მესიჯებით შექმნილი ბროშურები გაგზავნეს. მომხდარის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა სასაზღვრო ტერიტორიაზე ჯარის გაგზავნითაც იმუქრებოდა.

თუმცა, ახლახან კიმ ჩენ  ინმა განაცხადა, რომ ცენტრალურ სამხედრო კომისიასთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სამხედრო მოქმედებები გაუქმდა. ჩრდილოეთ კორეამ ასევე დაიწყო დინამიკების დემონტაჟი, რომელიც წინა კვირას დააყენეს ანტი სამხრეთ-კორეული მესიჯების გასაჟღებელად.

აღნიშნულ სამხედრო შეხვედრაზე განიხილეს ის დოკუმენტები, რომელშიც დადგენილია ზომები „ქვეყანაში ომის შეკავების გაძლიერებისთვის“ უნდა აღინიშნოს, რომ მოხდა არა „სამხედრო ქმედების“ შეწყვეტა, არამედ მისი დროებით შეჩერება.