მანანა ქოჩლაძე – კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტი

Photo Credits to Mzia Saganelidze (RFE/RL)

მანანა ქოჩლაძე კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია. ის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივა“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

„მწვანე ალტერნატივა“ იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც იკვლევდა გარემოს დაბინძურებისა და ინფრასტრუქტურის გავლენას ქალებზე და დღემდე ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე ცდილობს განვითარების პროექტებში გენდერული პრობლემატიკის აქტუალიზებას და ადვოკატირებას.

მანანა, მწვანე ალტერნატივასთან ერთად, წლებია ცდილობს გარემოსდაცვითი თემები ადამიანის უფლებებთან დააკავშიროს. მან დაგეგმა და განახორციელა არაერთი გარემოსდაცვითი კამპანია, როგორც ლოკალურ, ისე ეროვნულ დონეებზე.

შეგახსენებთ, რომ პრემიაზე წარდგენილია 16 ქალი უფლებადამცველი, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

Forbes Woman Georgia კატო მიქელაძის პრემიის მედია-პარტნიორია. მომდევნო დღეებში მკითხველს საშუალება ექნება ჩვენს ვებ-გვერდზე გაიცნოს პრემიის სხვა ნომინანტებიც. რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.

მასალა მომზადებულია ნომინაციაზე მანან ქოჩლაძის წარმდგენის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.