სამხრეთ კორეელი დიპლომატის თანახმად, კიმ ჩენ ინი კომაშია

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთი კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კომაშია, რის გამოც ქვეყნის მართვის სადავეები ნელ-ნელა მის დას გადაეცემა.

ინფორმაციას სამხრეთ კორეელი დიპლომატი, ჩან სონ მინი, ავრცელებს – ,,ჩემი შეფასებით ის კომაშია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.

Photo by KCNA via REUTERS

დიპლომატის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აპრილიდან მოყოლებული ამ მდგომარეობაშია, აპრილის შემდგომ  გაკეთებული საჯარო გამოსვლები კი ყალბი და ხელოვნურად დადგმულია.

კიმ ჩენ ინის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ძალაუფლება ლიდერის უმცროს დაზე გადავა. სამხრეთ კორეელი დიპლომატის თანახმად, დიქტატორის დას უკვე მიენიჭა ქვეყნის დე ფაქტო მმართველის სტატუსი.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის 36 წლის ლიდერი მიმდინარე წელს სულ რამდენჯერმე გამოჩნდა საჯაროდ. მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ მედია ჯერ კიდევ აპრილში ალაპარაკდა, როდესაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ლიდერმა გულის ოპერაცია რთულად ან საერთოდ ვერ გადაიტანა.