21 აპრილს მედიით გავრცელდა ცნობები კიმ ჩენ ინის კრიტიკულ მდგომარეობაზე. CNN ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გადატანილი კარდიო-ქირურგიული ოპერაციის შემდეგ სასიკვდილო საფრთხის წინაშე იყო. თუმცა, კონკრეტულად რა სიმძიმისაა ეს პრობლემები ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეიდან დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.
კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეჭვები ჯერ კიდევ 15 აპრილს გაჩნდა, როცა იგი ბაბუამისის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ დღესასწაულს არ დაესწრო.
მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, კიმ ჩენის ინის კრიტიკულ მდგომარეობაზე არ ადასტურებენ სამხრეთ კორეასა და ჩინეთში და აცხადებენ, რომ ინფორმაციის წყაროს არ ენდობიან, თუმცა არ აკეთებენ დამატებით კომენტარს ან განცხადებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ან ჩატარებულ ქირურგიულ ჩარევაზე.
მასალა ახლდება . . .