Miami Ad School ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. 15 სარეკლამო სკოლის გლობალური ქსელი 10 ქვეყანაში, შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით არის წარმოდგენილი.
2019 წელს, “საქართველოს ბანკმა” ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია დააწესა, რომელიც ყოველ წელს, ერთ ქართველ სტუდენტს შესაძლებლობას მისცემს Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლოს.
სტიპენდიის პირველი გამარჯვებული ხატია არველაძეა, რომელიც Miami Ad School Europe-ში, “საქართველოს ბანკის” დაფინანსებით ორ წლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლის.
“If people say your dreams are crazy
If they laugh at what you think you can do
“შეუძლებელია რაიმე ახალი შექმნა თუ ისევ ყველაფერს ძველი “მე” – თი მიუდგები. კრეატიული პროცესი ჩემთვის საკუთარი თავის მუდმივი განახლება და აღმოჩენაა.
აუცილებელია ცვლილებები.
აუცილებელია როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული განვითარებისთვის.
აუცილებელია რაც შეიძლება მეტი სწავლა და ახალი ინფორმაციის მიღება.
გამოწვევებიც აუცილებელია.
საინტერესოა და თავისთავად დიდი გამოწვევაა განსხვავებულ კულტურაში ინტეგრირება, მეც ამიტომ გადავწყვიტე Miami Ad School Europe – ში ჩაბარება, რომელიც რეკლამის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა. აქ თეორიული ცოდნის მიღების მიღმა ძალიან დიდი დრო ეთმობა პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. სტუდენტებს ნამდვილ პროექტებზე, კლიენტებთან, დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად უწევთ მუშაობა. ალბათ ეს ის მრავალფეროვნებაა, რაც ჩემს ხასიათს ძალიან მოერგება, თუმცა დამატებითი მოტივაცია რა თქმა უნდა “საქართველოს ბანკის” 100% – იანი დაფინანსების მოპოვების შანსიც იყო.
ზოგადად, პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს დროთა განმავლობაში დალექილი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია კი იმ სოციუმიდან და გარემო ფაქტორებიდან გროვდება, რომელშიც ვცხოვრობთ; შესაბამისად მათი როლი და მნიშვნელობაც დიდია. განათლება კი მიღებული ინფორმაციის სწორად გაფილტვრაში გვეხმერება, აქედან გამომდინარე, კარგ განათლების სისტემაში ძალიან დიდი და კეთილშობილი ძალაა. “ – ხატია არველაძე.
გახსოვთ ბავშვობის სურვილები და ოცნებები? რას უკავშირდებოდა ისინი?
ხატია არველაძე: “ბავშვობაში ძალიან მინდოდა ტანსაცმლის დიზაინერი ვყოფილიყავი, დიდ დროს ვუთმობდი ხატვას, ძერწვას და სხვადასხვა ხელსაქმეს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებული ნიჭით გამოვირჩეოდი, პირიქით, სხვა ყველაფერი ბევრად უკეთ გამომდიოდა. ალბათ ამიტომაც ვერ გაცდა ეს სურვილი ბავშვობის წლებს. სკოლის პერიოდში ვერც კი წარმოვიდგენდი რომ დღეს ამ საქმიანობით ვიქნებოდი დაკავებული. საერთოდ სხვა მიმართულებით ვხედავდი საკუთარ თავს და ჩემს ამჟამინდელ პროფესიას მხოლოდ შორიდან თუ ვეტრფოდი. გრაფიკულ დიზაინზე ჩაბარებაც ერთ-ერთი ყველაზე სპონტანური გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ამ გადაწყვეტილებისკენ ძალიან დიდმა სურვილმა და ინტერესმა მიბიძგა. მგონი ბავშვობის სურვილმა თავისი მაინც გაიტანა.”
რას საქმიანობთ ახლა? როგორია თქვენი სამუშაო პროცესი?
ხატია არველაძე: “ამჟამად არტ დირექტორი ვარ სარეკლამო სააგენტო JWT Metro – ში. ჩემი სამუშაო პროცესი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე კარანტინის რეჟიმში გრძელდება და ამ ვითარებამ გარკვეულწილად შეზღუდა კიდეც, თუმცა ჩვეულებრივ, ის ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. სააგენტოში მიმდინარე პროცესების ყველა ეტაპზე მიწევს ჩართულობა, იდეიდან – მის განხორციელებამდე; შეიძლება ცოტა ბანალურადაც ჟღერდეს, მაგრამ როდესაც იმ საქმეს აკეთებ, რომელიც გიყვარს, ცდილობ ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციასა და მოცემულობაში საუკეთესოდ გააკეთო ის, ამიტომ სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია და ასევე ყველაზე დიდი მოტივაციაა.”
რამდენად მნიშვნელოვანია რომ რეკლამა იყოს გულწრფელი, ადამიანის რეალურ ემოციებზე დაფუძნებული?
ხატია არველაძე: “რეკლამა ვერ იმუშავებს თუ ის გარკვეულ ემოციებს არ აღძრავს, რადგან სწორედ ემოცია ახდენს ჩვენზე გავლენას და რჩება მეხსიერებაში. იმდენად სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ვცხოვრობთ რომ რთულია ზუსტი პროგნოზირება იმის, თუ როგორი იქნება რეკლამის მომავალი. მთავარია განვითარებას არ ჩამოვრჩეთ და ვიყოთ მუდმივად რელევანტურები დროსთან და კულტურასთან. რეკლამამ კი ამასთან თანხვედრაში თავისი მთავარი ამოცანა უნდა შეასრულოს – ემოციური კავშირი დაამყაროს აუდიტორიასთან.”
რა არ უნდა დაგვავიწყდეს ქალებს? რაშია ქალების ძალა?
ხატია არველაძე: “მგონია რომ ამ შეკითხვას ამომწურავად საქართველოს ბანკის კამპანია პასუხობს, რომელზეც JWT Metro – მ იმუშავა.
ქალმა უნდა იცოდეს რომ შეუძლებელი შეუძლია.
ქალი უნდა იყოს იქ, სადაც მას უნდა.
ქალი უნდა იყოს ისე, როგორც მას უნდა.
https://bit.ly/შესაძლებლობებისქესითარისაზღვრება
დღევანდელი რეკლამა აღარ არის მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის ცნობადობის გაზრდასა და გაყიდვაზე ორიენტირებული. თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიას სოციალური ცვლილებების მოხდენის შესაძლებლობა აქვს, ამიტომ დიდი ბრენდები ცდილობენ წინა პლანზე სხვადასხვა სოციალური საკითხები წამოწიონ და ძლიერი ემოციური კავშირი დაამყარონ მომხმარებელთან, რითაც ხელს უწყობენ სტერეორიპების ნგრევას.
Don’t ask if your dreams are crazy.
It’s only crazy until you do it.
NIKE-ის Dream ჩrazy ამის კარგი მაგალითია.”
სტერეოტიპები ნამდვილად ინგრევა, ბავშვობის სურვილები და ოცნებები კი ნამდვილად ხდება.
აი ის სურვილები, რომლებიც სრული სიგიჟე გვეგონა.