კიანუ რივზი ქველმოქმედებისთვის Zoom-ში 15 წუთიან შეხვედრას ჩაატარებს

კიანუ რივზი, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი, რომელიც არ იყენებს არც ერთ სოციალურ მედია პლატფორმას, უშვებს გამონაკლისს ერთი იღბლიანი ფანისთვის. ის აწყობს აუქციონს 15 წუთიანი ვირტუალური Zoom შეხვედრისთვის საქველმოქმედო ორგანიზაცია Camp Rainbow Gold–ის დასახმარებლად.

Photo Credits to Karwai Tang / Getty

ფილმ მატრიცას მთავარ გმირთან Zoom შეხვედრისთვის ფანების ანონიმურად შემოთავაზებულმა თანხამ უკვე გადააჭარბა 10,100 დოლარს.

ორგანიზაცია Camp Rainbow Gold დახმარების მსურველებს სხვა მრავალ აუქციონსაც სთავაზობს, ერთ–ერთია 15 წუთიანი Zoom კონცერტი Fifth Harmony–ის წევრ ელი ბრუკისთან. აუქციონზე ასევე მოხვდა გიტარა ენდი გრამერის ხელმოწერით.

კითხვას, თუ რატომ არ არის მსახიობი სოციალურ მედია პლატფორმებზე, 2016 წელს კიანუმ უპასუხა, რომ პირადი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. მოგვიანებით კი დაამატა – „მართლა არაფერი მაქვს სათქმელი, არაფერზე“. მსახიობმა, რომლის ქონებაც Forbes-ის შეფასებით 360 მილიონი დოლარია, ბოლო ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე 1 წლის წინ მისცა.