24 აპრილს, თბილისის დროით საღამოს 10 საათზე, ქეთი მელუა თავის ძმასთან, ზურაბ მელუასთან ერთად 20-წუთიან ონლაინ-კონცერტს გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია მომღერალმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
https://www.youtube.com/watch?v=57rTKfNFp-k&feature=youtu.be
თვითიზოლაციის გამო, ფაქტობრივად, ცოცხალი მუსიკის ინდუსტრია შეჩერებულია – აღნიშნულმა გარემოებამ მუსიკოსების საარსებო წყაროს შეზღუდვა გამოიწვია. Emergency Relief Fund-მა და Performing Right Society-მა გადაწყვიტეს ფინანსურად დაეხმარონ მუსიკის ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს.