ქეთი მამისეიშვილი არკანზასის უნივერსიტეტის განათლებისა და ჯანდაცვის კოლეჯის დეკანი გახდა

ქეთი მამისეიშვილი არკანზასის უნივერსიტეტის განათლებისა და ჯანდაცვის კოლეჯის დეკანი გახდა. ის ამ სტატუსით მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 1-ელი თებერვლიდან შეუდგება.

ფოტო: uark.edu

შეგახსენებთ, გასული წლის ივნისში მამაცაშვილი ამავე კოლეჯში დეკანის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მანამდე კი არკანზასის უნივერსიტეტში აკადემიური საკითხების მიმართულებით პრორექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს იკავებდა.

„ჩემთვის დიდი პატივია განათლებისა და ჯანდაცვის კოლეჯის დეკანად ოფიციალურად დანიშვნა. მადლობელი ვარ ნდობისთვის. უდიდესი პრივილეგიაა ვიმსახურო დეკანად კოლეჯისა, რომელიც ჩემი აკადემიური სახლი იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ქეთი მამისეიშვილმა.

მამისეიშვილი არკანზასის უნივერსიტეტს 2008 წელს შეუერთდა. ის აკადემიურ საკითხებში პრორექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს 2021 წლის აგვისტოდან უძღვებოდა. ამის შემდეგ კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2022 წლის ივნისში განათლებისა და ჯანდაცვის კოლეჯის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.