Juliette Has a Gun-ის პრეზენტაცია | Estel Georgia ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია

ცნობილი ფრანგული ნიშ ბრენდის ‒ Juliette Has a Gun-ის პრეზენტაცია 19 ოქტომბერს, სასტუმრო Radisson RED-ში გაიმართა. ნინა რიჩის შვილთაშვილის, რომანო რიჩის მიერ შექმნილი ბრენდის საღამოს ცნობილი ქართველი სახეები, ინფლუენსერები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Juliette Has a Gun-ის კოლექცია იქმნება მათთვის, ვინც კარგად იცის, რომ სურნელი ბევრად მეტია, ვიდრე „კარგი არომატის“ ტარება ‒ ეს არის სურნელით საკუთარი თავის გამოხატვა. ბრენდის პრეზენტაციაც სწორედ
მისი შინაარსის წარდგენას ემსახურებოდა.

საღამოს წამყვანი მანიკა ასათიანი გახლდათ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ფრანგული ნიშ ბრენდისა და მისი ოფიციალური წარმომადგენლის ‒ Estel Georgia-ს შესახებ ინფორმაცია გააცნო. მოგვიანებით სცენა ანა ლოლაძის გუნდმა დაიკავა, რომელმაც რამდენიმე საცეკვაო ნომერი წარადგინა. DJ ანნა სიუმ კი საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა.

აღნიშნული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი Estel Georgia გახლავთ, რომელიც პორტფოლიოში ათეულობით ექსკლუზიურ ბრენდს აერთიანებს. სწორედ ჰოლდინგის ორგანიზებით გაიმართა წვეულება
თავისუფალი, ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანებისთვის, რომლებიც ირჩევენ Juliette Has a Gun-ს.