დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს. ის კორონავირუსზე მკურნალობას საკუთარ სახლში გააგრძელებს, თუმცა მის მოვალეობას კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. ის 10 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა, თუმცა 10 დღის შემდეგ, მდგომარეობის დამძიმების გამო წმინდა თომას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშიც კი მოათავსეს.