
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის-ჯონსონის მდგომარეობა დამძიმდა. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
დაუნინგ სტრიტის ინფორმაციით, ჯონსონის გადაწყვეტილებით,საჭიროების შემთხვევაში, პრემიერის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი შეასრულებს.
„პრემიერ-მინისტრი კვირა საღამოდან წმ. თომას ჰოსპიტალში იმყოფება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ… დღეს საღამოს, მას შემდეგ რაც პრემიერის მდგომარეობა დამძიმდა, ექიმების გადაწყვეტილებით, იგი გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“ – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი წმ. თომას ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს. ის 10 დღის განმავლობაში სახლში, თვითიზოლაციაში მკურნალობდა.