ბორის ჯონსონი კლინიკაში გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური განცხადების თანახმად, პრემიერს ვირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგაც აღენიშნება ვირუსის სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.

ჯონსონის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება ექიმის რეკომენდაციით მიიღეს. მას კლინიკაში დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. ამ დროიდან მოყოლებული ის სახლში, თვითიზოლაციაში აგრძელდება მკურნალობას.