
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან საკუთარი ტვიტერის გვერდზე განაცხადა.
ჯონსონის თქმით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა. პრემიერი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება და თავის საქმიანობას ვიდეო-კონფერენციების საშუალებით განაგრძობს.