“დემოკრატიული პარტიის” წევრი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯო ბაიდენს უჭერს.
კლინტონის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი ამ პოზიციისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე ემზადებოდა და ქვეყანას მისი გამოცდლების მქონე ლიდერი, განსაკუთრებით ახლა, მიმდინარე კრიზისის პირობებში, სჭირდება.
„ეს არის ის დრო, როცა ჩვენ გვჭირდება ისეთი ლიდერი, პრეზიდენტი, როგორიც არის ჯო ბაიდენი“
ამასთანავე, ჯო ბაიდენს ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებენ ისეთი ცნობილი პოლიტიკური ფიგურები, როგორებიც არიან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ბერნი სანდერსი, ელიზაბეტ უორენი და სხვ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.