51 წლის მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავე ჯენიფერ ლოპესი შთამაგონებელია თავისი სტილით, შთამბეჭდავი იმიჯით და ცხოვრების წესით. ის ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოებაზე და დღემდე განაგრძობს გულშემატკივრების, დიზაინერების და მოდის მოყვარულების აღფრთოვანებას. წარმატებულ კარიერასთან ერთად გაოცებას იწვევს მისი ბრწყინვალე კანი და მიმზიდველი იერი.
ჯენიფერ ლოპესი საკუთარ სილამაზეს გენეტიკას და ჯანსაღი ცხოვრების წესს უმადლის. ამერიკელი მომღერლის სავიზიტო ბარათი უშრეტი ენერგია, თავდაჯერებულობა და სხეულის სავსე ფორმებია, რომლითაც მან დაამსხვრია სტერეოტიპები ქალის ფორმებთან დაკავშირებით. მომღერალი კატეგორიულად უარყოფს ქირურგიულ ჩარევებს მის სხეულზე და ამბობს, რომ ყველაფრის მიზეზი შინაგანი ჰარმონიის აღმოჩენა და ძილია. – „ყოველთვის ვცდილობ გამოვიძინო მინიმუმ რვა საათი, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.
მომღერალი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ჯანსაღ კვებას. მან წლებია კვების რაციონიდან საერთოდ ამოიღო ყავა, შაქარი და მარილი. თვლის, რომ მათი მიღება ხილითა და ბოსტნეულით ისედაც საკმარისად შეიძლება. კვებასთან ერთად ჯეი-ლო აქტიურად არის დაკავებული ვარჯიშით და ყოველ დღე რვა ჭიქა წყალს სვამს.
ჯენიფერ ლოპესის ყოველი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში თანაბრად ხდება დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი. წლების განმავლობაში ასევე შეიცვალა მისი სტილი, მაგრამ არასოდეს ყოფილა ხასიათისგან შორს. – „როდესაც ხელახლა ჩავიცვი Jungle Dress – თავს უფრო ძლიერად ვგრძნობდი, ვიყავი უკეთეს ფორმაში ვიდრე მაშინ“.
ჯენიფერ ლოპესი ერთ-ერთი ადამიანია, რომელიც ჟურნალ TIME-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მოხვდა. – „სანამ სასურველ წერტილამდე მიხვალ დიდი მოგზაურობის გავლა გიწევს. საკუთარ თავს აძლევ პირობას, რომ უკეთესი იქნები და სულ აგრძელებ ზრდას. ყველაზე მნიშვნელოვანი იმ წერტილამდე მისვლაა, სადაც გააცნობიერებთ, რომ ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი სხვების აზრია თქვენზე. გახსოვდეთ, რომ როცა რაღაცას აკეთებთ ამას აკეთებთ საკუთარი პიროვნებისთვის და არა სხვებისთვის. ამის შემდეგ თქვენი შეჩერება ვერაფერს შეეძლება“. მომღერლის ცხოვრება ყველა იმ ადამიანისთვის შთამაგონებელია, რომელიც ფიქრობს, რომ თუ ოცნებობ ესე იგი იმ გზებსაც იპოვი, რომელიც მის ასასრულებლად წაგვიყვანს. – „უნდა გჯეროდეთ, რომ ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი, რაც გსურთ. ჩვენი შესაძლებლობები უსაზღვროა. აქ მხოლოდ ის შეზღუდვებია, რომელსაც საკუთარ თავზე აწესებ“.