„ჰარი პოტერის“ ავტორს, ჯოან როულინგს, მკითხველისათვის საინტერესო სიახლე აქვს. მან ინტერნეტში წიგნი სახელწოდებით The Ickabog განათავსა. როგორც ცნობილია, წიგნი საბავშვო შინაარსისაა.
ავტორი იმედოვნებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ბავშვები ზღაპრით გახალისდებიან. როულინგის თქმით, The Ickabog-ის გამოცემა მას “ჰარი პოტერის” პირველი წიგნის გამოსვლის შემდეგ ჰქონდა დაგეგმილი. მიუხედავად ამისა, ჰარი პოტერის არნახულმა წარმატებამ გადააწყვეტინა, რომ მთელი სამწერლობო დრო მისთვის დაეთმო და სხვა წიგნების გამოცემა დიდი ხნით გადაიდო.
„ერთადერთი, ვისაც აქამდე The Ickabog-ის ისტორია მოსმენილი აქვთ, ჩემი შვილები არიან“, – ამბობს მწერალი.
აღსანიშნავია, რომ ბეჭდური ვერსიის გამოცემა ნოემბრისთვის არის დაგეგმილი. წიგნის პირველი ორი თავი კი სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.
მკითხველებს არ სჭირდებათ რეგისტრაციის ან რაიმე ეტაპის გავლა – საიტი ძალიან მარტივი და, რაც მთავარია, სრულიად უფასოა.