2019 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული პოლონელი ვიკი გაბორი გახდა. 12 წლის კონკურსანტმა 278 ქულა დააგროვა და პოლონეთს 19 ქვეყანას შორის პირველი ადგილი მოუტანა. ვიკიმ კონკურსზე სიმღერა „Superhero“ შეასრულა. პოლონეთმა 2018 წელს მინსკში გამართულ კონკურსზეც გაიმარჯვა. შარშან ქვეყანას კონკურსზე როქსანა ვეგელი წარმოადგენდა.
საქართველოს წელს კონკურსზე 13 წლის გიორგი როსტიაშვილი წარადგენდა. გიორგიმ კონკურსზე მე-14 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ საქართველო კონკურსის რეკორდსმენია სამი გამარჯვებით: ბზიკები (2008), Candy (2011) და მარიამ მამადაშვილი (2016).