კომპანია “ამაზონის” დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ არაკომერციულ ორგანიზაციას Feeding America, რომელიც აერთიანებს საკვების მარაგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 მილიონ დოლარს გადასცემს.
„ჩვეულებრივ დროსაც კი საკვების მარაგის საშიშროება ზოგიერთი ოჯახისათვის მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა და, საუბედუროდ, COVID-19 ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს“ – აცხადებს ბეზოსი.
„საკვების არაკომერციული საწყობები მარაგს, ძირითადად, საკვები ბიზნესის ობიექტების, მაგალითად, რესტორნების ნაშთებით ივსებენ. სოციალური დისტანციის გამო, ასეთი ადგილები დახურულია, სწორედ ამიტომ, უმნიშნელოვანესია საწყობების შევსება“
ბეზოსის თქმით, $100 მილიონიანი საჩუქარი ქსელში შემავალ ყველა ორგანიზაციას თანაბრად გადაუნაწილდება.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ამაზონის დამფუძნებლის მიმართ არსებულ მძაფრ კრიტიკას მოჰყვა. ეს უკანასკნელი კი საწყობებში დასაქმებული ადამიანების ვირუსით დაინფიცირების ფაქტმა გამოიწვია.