საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჟან კასტექსი წარადგინა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ედუარდ ფილიპი სამი წლის განმავლობაში უძღვებოდა მაკრონის მთავრობას. პრეზიდენტმა მისი გადადგომიდან მალევე დაასახელა მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის მხარდამჭერი კასტექსი. ახალი პრემიერ-მინისტრი უმაღლესი სახელმწიფო მოხელე და ადგილობრივი მერია, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებდა საფრანგეთში პანდემიასთან გამკლავების სტრატეგიების შემუშავებაში.
წინა თვეში პრეზიდენტმა განცხადა, რომ იწყებდა პანდემიისგან გამოწვეული კრიზისისგან ქვეყნის აღდგენის ძვირადღირებულ პროცესს. საფრანგეთი ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისის წინაშეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მოსალოდნელია, რომ მკვეთრი ვარდნა ქვეყნის ეკონომიკას დაახლოებით 11%-ით შეამცირებს 2020 წელს და უკან დახევს პროგრესსაც უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ქვეყნის აღდგენისთვის მაკრონმა მნიშვნელოვნად მიიჩნია მთავრობის შეცვლა. თუმცა 28 ივნისს ადგილობრივ არჩევნებში მისი პარტია „წინ რესპუბლიკა“ საფრანგეთის ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა მწვანე პარტიის წინააღმდეგ. მათ შორის, აღსანიშნავია ფილიპის წარმატება მშობლიურ ჰავრში. როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსები ამბობენ, ფილიპი მაკრონზე ბევრად პოპულარულია და სავარაუდოდ, გადადგომის შემდეგ სწორედ ჩრდილოეთის პორტის მერი გახდება. რამდენიმე წელში კი შესაძლოა მაკრონსაც დაუპირისპირდეს.