ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
2020 წლის 31 მარტის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, წინა კვარტალთან შედარებით, 1.3 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 22.4 მლრდ აშშ დოლარი (73.6 მლრდ ლარი) შეადგინა. აღნიშნული რიცხვი ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 127%-ია.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.4 მლრდ აშშ დოლარს (34.3 მლრდ ლარს) შეადგენს, რაც, წინა კვარტლის მონაცემებთან შედარებით, 294.5 აშშ დოლარით ნაკლებია.
მთლიან საერთაშორისო აქტივებთან ერთად შემცირდა საქართველოს მთლიანი საერთაშორისო ვალდებულებები. 2020 წლის 31 მარტის მონაცემი წინა წლის კვარტლის მაჩვენებელს 1.6 მლრდ აშშ დოლარით ჩამოუვარდება და 32.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.