ლალი ჯაფარიძე კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია. ის სპეციალური მასწავლებელია, რომელიც ზრუნავს შშმ გოგონების სქესობრივ განათლებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე.
სკოლაში მომუშავე სპეციალური მასწავლებლების ვალდებულებაა იზრუნონ მოსწავლეების კოგნიტური და აკადემიური უნარების განვითარებაზე. თუმცა, ლალი არა მხოლოდ საკუთარ საქმეს აკეთებს კომპეტენტურად, არამედ ზრუნავს შშმ ბავშვების სქესობრივ განათლებაზე და კარგად აცნობიერებს რომ ისინი სექსუალური ძალადობის კიდევ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ის მათთან ერთად სწავლობს ჟესტების ენას, რათა ინფორმაციის მიწოდება უფრო მარტივად შეძლოს. ლალი გოგონებს პატარაობიდანვე ეხმარება მომავალი პროფესიის შერჩევასა და საჭირო უნარების გამომუშავებაში.
შეგახსენებთ, რომ პრემიაზე წარდგენილია 16 ქალი უფლებადამცველი, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
Forbes Woman Georgia კატო მიქელაძის პრემიის მედია-პარტნიორია. მომდევნო დღეებში მკითხველს საშუალება ექნება ჩვენს ვებ-გვერდზე გაიცნოს პრემიის სხვა ნომინანტებიც. რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.
მასალა მომზადებულია ნომინაციაზე ლალი ჯაფარიძის წარმდგენის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.