იაპონიის ცენტრალურ ბანკს პირველი ქალი აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება

ტოკიკო შიმიძუ 138 წლის განმავლობაში პირველი ქალია, რომელმაც იაპონიის ცენტრალურ ბანკში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა. შიმიძუ ბანკში 1987 წლიდან მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ იაპონია გენდერული დისბალანსის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ ბანკში გადაწყვეტილების მიმღებ საბჭოში ქალები 1998 წლიდან არიან წარმოდგენილი, ისინი მუდამ უმცირესობაში იყვნენ. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბანკის თანამშრომელთა 47% ქალია, მენეჯერის ან გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ სხვა პოზიციებზე ქალების რაოდენობა დღემდე საკმაოდ დაბალია, შესაბამისად აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე შიმიძუს დანიშვნა ამ მხრივ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.