იაპონიის პრემიერმინისტრს, შინზო აბესს, ახალი წინადადება აქვს. ის 300 000 იენს ($2,800) სთავაზობს ისეთ ოჯახებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის შედეგად ფინანსურ კრიზისში იმყოფებიან. პრემიერის იდეას ეთანხმება იაპონიის მმართველი პარტიის მეთაურიც, ფუმიო კიშიდაც.
ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი, ფუმიო კიშიდა, ამბობს, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მთავრობასთან ერთად საშეღავათო პაკეტს შეიმუშავებს. ის ძალაში შემდეგ კვირას შევა და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იაპონიის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში.