ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველ ქორეოგრაფს, ირინა ციქურიშვილს ანდერსონ ჰოპკინსის ჯილდო გადაეცა. ჯილდო ვაშინგტონში თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ყოველწლიურად გაიცემა. ირინა ნომინაციაზე The Anderson Hopkins Award-ის კომისიის წევრმა, მაიკლ ბურგემ წარადგინა. ბურგემ ნომინაციისთვის კანდიდატები 90-მდე თეატრიდან შეარჩია.
ირინა და პაატა ციქურიშვილებმა სინეტიკის თეატრი 19 წლის წინ დაარსეს და მას შემდეგ ძალიან ბევრი ჯილდოც მოიპოვეს. Synetic Theater სრულიად ახლებური სტილის თეატრია, სადაც მოძრაობისა და ტექნიკის სპეციფიკა შეცვლილია. კავკასიური და ამერიკული სტილის შერწყმით ციქურიშვილების მიერ დაარსებულ თეატრში უამრავი საინტერესო სპეკტაკლი დაიდგა.