იტალიის სამხრეთ რეგიონში სახლები 1 ევროდ გაიყიდება

©Tullio Pronesti

ჩინკუეფრონდი – სწორედ ასე ჰქვია იტალიის სამხრეთ რეგიონში, კალაბრიაში, მდებარე იმ პატარა დასახლებას, რომელშიც სახლები 1 ევროდ გაიყიდება. ქალაქის დიდი ნაწილი მიტოვებული და უმოსახლოდ დარჩენილია, აღნიშნული გადაწყვეტილება კი დასახლების ხელმძღვანელობამ სწორედ დეპოპულაციის პრობლემასთან გასამკლავებლად მიიღო.

კერძო საკუთრების ფასები მათ იმ იმედით შეამცირეს, რომ სურთ, საჭირო ინვესტიციები ჩაიდოს ადგილზე და ჩინკუეფრონდმა დაიბრუნოს თავის ბუნებრივი სილამაზე. ის ადამიანები, რომლებიც სახლებს 1 ევროდ შეიძენენ, ყოველთვიურად გადაიხდიან სადაზღვევო თანხას – 250 ევროს მანამ, სანამ ყველა საჭირო სარემონტო სამუშაო არ დასრულდება კერძო საკუთრებაში.

თუ მყიდველები 3 წლის განმავლობაში სახლების სარესტავრაციო საქმიანობას ვერ დაასრულებენ, გადაიხდიან ჯარიმას – 20 000 ევროს.

©Tullio Pronesti

როგორც მერი აცხადებს, მათი მთავარი მისიაა, მიტოვებულ სახლებს ახალი მეპატრონეები ჰყავდეთ. აღსანიშნავია, რომ დასახლებაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ეს ფაქტი უნიკალურ ღირებულებას ანიჭებს მას.

„ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ხალხი მასობრივად მიდის ამ ადგილიდან, სახლები კი ცარიელი რჩება. ჩვენ ვერ დავნებდებით ამ პრობლემას“