კორონავირუსით გამოწვეული იზოლაციის გამო, ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა გლობალურად იმატა.
Natura &Co-მ და მასში შემავალმა ბრენდებმა, როგორებიც არიან Avon, Natura, The Body Shop, და Aesop გადაწყვიტეს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მოუწოდონ სახელმწიფოებს, რომ ეს პრობლემა ერთ-ერთ პრიორიტეტად აქციონ.
ბოდი შოპი და საერთაშორისო ორგანიზაცია NO MORE იწყებენ კამპანიას – „Isolated Not Alone. „კამპანიის მიზანი არის აამაღლოს ცნობიერება დამალული საფრთხის შესახებ, რომელიც მოსდევს იძულებით თვითიზოლაციას, მოახდინოს ხალხის მობილიზება იმისათვის, რომ მიაწვდინონ ხმა იმათ ვინც არიან ოჯახური ძალადობის რისკის ქვეშ.
2020 წელს COVID-19-ის დროს დრამატულად გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა რიცხვი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი სამი ქალიდან ერთი განიცდის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან სექსუალურ ძალადობას პარტნიორის მხრიდან. კოვიდ19-ის გამო სახლში, იზოლაციაში დარჩენილნი, ძალაუნებურად გამომწყვდეულები არიან მოძალადეებთან ერთად.
ისტორიის მანძილზე პირველად, Natura &Co-ს ბიზნესში შემავალი ყველა ბრენდი Avon, Natura, The Body Shop და Aesop აერთიანებენ ძალებს იმისთვის, რომ დაძლიონ ეს პრობლემა, რადგანაც Natura &Co არის ჯგუფი, რომელიც მოწოდებულია შექმნას დადებითი ეკონომიკური, სოციალური და გარემოზე ორიენტირებული გავლენა.
ბოდი შოპის გენერალური დირექტორი დევიდ ბოიტონი:
„მთელი მსოფლიო გადის ძალიან რთულ პერიოდს, სამწუხაროდ, ამის შედეგი არის ოჯახში ძალადობის შემთხვევათა რიცხვის დრამატული ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო პოლიტიკა შექმნილია ხალხის დასაცავად, ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი პირები პოტენციურად ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, ისინი არიან იზოლირებულები პოტენციურ მოძალადეებთან ერთად. ბოდი შოპს აქვს გლობალური შესაძლებლობები და ზეგავლენა, რომელიც გვინდა რომ გამოვიყენოთ ქალების დასაცავად. ჩვენი კამპანიის ფარგლებში ჩვენ მობილიზებას გავუკეთებთ ჩვენს 20 000 თანამშრომელს და წავახალისებთ 30 მილიონ მომხმარებელს რომ მხარი დაუჭირონ ამ პრობლემას. როგორც Natura &Co ოჯახის ნაწილი ჩვენ შეგვიძლია ხმა მივაწვდინოთ 200 მილიონ მომხმარებელს 70 ზე მეტ ქვეყანაში.“
ჯოზეფინ პარმე, ბოდიშოპის გლობალური აქტივიზმის ხელმძღვანელი: „ბოდიშოპმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია პირველად 2003 წელს ჩაატარა. კოვიდ 19 წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას, რომლის ფარგლებშიც გოგონები და ასევე, სხვა ჯგუფები, არიან სერიოზული რისკის ქვეშ. ჩვენ გადავწყვიტეთ, გადავდგათ ნაბიჯები, სანამ გვიან არ არის. ეს კამპანია არ არის მიმართული მხოლოდ იმისკენ , რომ მთავრობებს ვთხოვოთ დახმარება, ეს არის მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსის მობილიზაცია საჭირო ზომების მისაღებად და მათ გადასარჩენად, ვინც გამოუვალ მდგომარეობაშია.“
ბოდი შოპ საქართველო აქტიურად პარტნიორობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ბოდი შოპ საქართველო აქტიურად ერთვება გლობალურ კამპანიაში „IsolatedNotAlone“ და UNFPA-სთან ერთად, იწყებს მუშაობას ამ საკითხის ირგვლივ ცნობადობის გასაზრდელად. საქართველოში ბოდიშოპის მიერ გაყიდული ყველა პროდუქციიდან 2% გადაირიცხება „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავშესაფარში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების და ბავშვების დასახმარებლად.
ბოდიშოპ საქართველო აქტიურად რჩება ქალთა, და ზოგადად, ადამიანის უფლებების დამცველ კომპანიად. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს ადამიანის უფლებების და ოჯახში ძალადობის შესახებ საკითხების გასაშუქებლად და მხარდასაჭერად.