ნობელის პრემიის მფლობელი ბრიტანელი ნოველისტი ახალ წიგნს აქვეყნებს, სახელწოდებით ,,კლარა და მზე“. წიგნი გვიყვება ხელოვნურად შექმნილ არსებაზე, რომელსაც სურს, რომ ადამიანი მეგობარი შეიძინოს.
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღების შემდეგ ეს იშიგუროს პირველი ნოველაა. წიგნი 2021 წლის 2 მარტს გამოქვეყნდება.
ნოველა გვიამბობს ისტორიას კლარას შესახებ, რომელიც ხელოვნურად შექმნილი არსებაა. კლარა გასაყიდად მაღაზიაში განათავსეს, რა დროსაც ის აკვირდება გამვლელ ადამიანებს და ოცნებობს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა სწორედ ის აირჩიოს წასაყვანად.
წიგნის გამოცემაზე ბრიტანული გამომცემლობა Faber მუშაობს. გამომცემლობაში „კლარა და მზე“ შეაფასეს, როგორც ,,ნოველა ადამიანის გულის შესახებ“.
იშიგუროს ბოლო ნოველა ,,დამარხული გოლიათი“ 2015 წელს გამოიცა. ის მკითხველს ძველ, ნახევრად მითოლოგიურ ბრიტანეთში ამოგზაურებს, სადაც ტროლები და დრაკონები ცხოვრობენ. ისტორია ვითარდება წყვილის გარშემო, რომლის თავგადასავალიც მაშინ იწყება, როდესაც ისინი შვილის მოსაძებნად წასვლას გადაწყვეტენ.