ირანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მასთან ერთად 35 სხვა ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. ორდერის გაცემის მიზეზი ყასემ სულეიმანის მკვლელობაა.
3 იანვარს განხორციელებული საჰაერო შეტაკების დროს აშშ-ის მხრიდან რევოლუციური გვარდიის, „ალ ქუდსის“, ლიდერის, სულეიმანის, ლიკვიდაცია მოხდა.
ირანის ხელისუფლება დახმარებას კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციას, ინტერპოლს, სთხოვს.
თეირანის პროკურორის, ალი ალყასიმერის, განცხადების თანახმად, ორდერი გაცემულია მკვლელობისა და ტერორისტული ქმედებების ბრალდებით.
შეგახსენებთ, რომ ყასემ სულეიმანის მკვლელობამ ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის სახელმწიფო შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების პირამდე მიიყვანა. „ალ ქუდსის“ ლიდერის ლიკვიდირების საპასუხოდ, ირანელებმა მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდგომ ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზები დაბომბეს.