კომპანია Apple-ის ინსაიდერმა “ტვიტერის” გვერდზე iOS 14-ის ოპერაციული სისტემის მოდელის ნიმუშები გაასაჯაროვა.
გამოქვეყნებული სურათებიდან ნათლად ჩანს, რომ iPhone 12-ის ზომა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუ გავითვალისწილებთ, რომ წლების განმავლობაში აიფონების ზომის, განსაკუთრებით კი 2017 წელს გამოშვებული iPhone X-ის, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, ამგვარი სიახლე კომპანიისგან მოულოდნელია.
სიახლე მობილური კამერის გაუმჯობესებასაც შეეხო – სამმაგი კამერა, რომელიც პირველად “აიფონ 11”-თან ერთად გამოჩნდა, ამჯერად ოთხმოდულიანით ჩანაცვლდება. იგი დამატებით LiDAR სენსორითაც იქნება აღჭურვილი, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, 5 მეტრის რადიუსში მყოფ საგნებს შორის დისტანცია გაზომოს.
iOS-ის ახალი ოპერაციული სისტემით სრულიად იცვლება Home screen დიზაინიც. მოდელი, რომლითაც აქამდე მხოლოდ ანდროიდის მომხმარებლები სარგებლობდნენ, ამჯერად “ეფლის” მფლობელებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.
კომპანიის გადაწყვეტილებით, აპლიკაციებთან ერთად widgets-ებიც იქნება ინტეგრირებული.
FRONT PAGE TECH / FUDGE
PARKER ORTOLANI
ინსაიდერი იმასაც იუწყება, რომ გავრცელებული ფოტოები მხოლოდ სანიმუშო ვერსიაა და ჯერ კიდევ უცნობია, დამტკიცდება თუ არა იგი საბოლოო ვერსიად. წყარო აღნიშნავს, რომ მასალა კანონიერად არის მოპოვებული.
წყარო: Forbes