ახალი iPad Pro

COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი კვლავაც განაგრძობს საკუთარი პროდუქტების განახლებას.

„შენი მომავალი კომპიუტერი, სულაც არ არის კომპიუტერი“ – Apple-მა  მომხმარებელს ახალი პროდუქტი, მე-7 თაობის iPad Pro წარუდგინა. ახლა A12Z Bionic ჩიპით iPad Pro გაცილებით უფრო სწრაფი და ძლიერია ვიდრე Windows PC ლეპტოპების უმეტესობა. 

ეფლის ახალ პროდუქტს დამატებული აქვს ულტრა ფართო კამერა, სტუდიური  ხარისხის მიკროფონები და LiDAR სკანერი, რომელიც დეველოპერებს უზარმაზარ შესაძლებლობებს მისცემს ვირტუალური რეალობის განვითარების კუთხით. 

iPad-თან ერთად კომპანიამ ბოლო თაობის Magic Keyboard-იც წარმოადგინა, რომლის შეძენაც მაისში იქნება შესაძლებელი.

ახალი iPad Pro-ს ფასი  799 აშშ დოლარიდან იწყება და მისი შეკვეთა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი. კომპანია Apple-ს მაღაზიები კორონავირუსული პანდემიის გამო დროებით დახურულია.