აშშ-ის არმიის ვერტმფრენმა მიტოვებული ავტობუსი უსაფრთხოების მიზნით აიღო. ადგილობრივი მერის განცხადებით, ეს დიდი შვება იქნება, რადგან ძალიან ბევრი ტურისტი ამ ადგილის მონახულებისთვის თავს საფრთხეში იგდებდა. ავტობუსისკენ მიმავალ გზაზე ორი ადამიანი დაიღუპა კიდეც. ტურისტების მატებასთან ერთად პრობლემა უფრო აქტუალური გახდა.
,,გვესმის, რომ ავტობუსი პოპულარული ფანტაზიის ნაწილია, მაგრამ მოვუწოდებთ ხალხს, ალასკას ველური ტერიტორიებით უსაფრთხოდ ისარგებლონ.“ – ნათქვამია კომისარ კორი ფეიგის განცხადებაში.
ავტობუსი განსაკუთრებით პოპულარული ჯონ კრაკაუერის წიგნის – ,,ველურ გარემოში“ – და შონ პენის ამავე სახელწოდების ფილმის დახმარებით გახდა. მათში მოგზაურ კრისს მაკ-კენდლესის ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორიაა მოთხრობილი.
დანგრეული ავტობუსის საბოლოო ბედი კი, ჯერჯერობით, უცნობია.