კორპორაციამ Intel ისრაელის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აპლიკაციის შემქმნელი ფირმა Moovit, რომლის მეშვეობითაც „რობოტაქსებს“ განავითარებს, 900 მილიონ დოლარად შეიძინა.
„რობოტაქსი“ ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც მგზავრებს მძღოლის გარეშე მოემსახურება. თვითმართვადი ტაქსები ისრაელის ქუჩებში, სავარაუდოდ, 2022 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი.
Moovit მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ადგილობრივებსა და ტურისტებს გადაადგილებისთვის საუკეთესო მარშრუტების შერჩევაში ეხმარება და ინფორმაციას 102 ქვეყანაში მცხოვრებ 800 მილიონ ადამიანზე ფლობს. Intel ებრაული კომპანიის ტექნოლოგიებისა და შეგროვებული მონაცემების ინტეგრაციას თავის თვითმართვად ავტომობილში Mobileye მოახდენს.
„Mobileye-სთან ინტეგრირების შემდეგ, აპლიკაცია ტაქსის გამოსაძახებელი პლატფორმის როლს შეასრულებს და რეალურ დროში მოწოდებული მონაცემები მანქანების ყველაზე მოთხოვნად ადგილებში განლაგებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა Mobileye-ის CEO-მ.
Intel-ის პროგნოზით, რობოტაქსები 2030 წლისთვის $160-მილიარდიანი ინდუსტრია იქნება. თავდაპირველად თვითმართვადი ტაქსების გაშვებას კომპანია ისრაელში, სამხრეთ კორეასა და საფრანგეთში გეგმავს.